ჰუმანური განვითარების აკადემია / Humane Development Academy
სოციუმის ჰუმანური განვითარება
განისაზღვრება ისეთი საბაზო პარამეტრებით, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, განათლება, ეთიკა და კულტურის დონე. ამ პარამეტრების სტაბილურად შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ განვითარებისთვის აუცილებელი ეს ფუნდამენტი საქართველოში არ არსებობს. მისი ფორმირება მოითხოვს საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილში კომუნიკაციის ახალ, მიზნობრივად ამაღლებულ დონეზე გადაყვანას, დამკვიდრებული ფოლკლორული წარმოდგენებისგან აბსტრაგირებას, თვითკრიტიკიას, განვითარების შემაფერხებელი, როგორც სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ისე ისტორიულად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური ბარიერების ობიექტურ, კომპლექსურ ანალიზს და რა თქმა უნდა, პრობლემათა გამაერთიანებელი იდეის ჩამოყალიბებას. მსგავსი კვლევის შესაბამისი ინფორმაციული და მეთოდოლოგიური ბაზა მხოლოდ მეცნიერებას და ფილოსოფიას გააჩნია.
საზოგადოებაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება, არა მარტო კონკრეტული ინდივიდუალური, არამედ სოციალური ცნობიერების ამაღლებით იწყება. სოციალური ცნობიერების ამაღლება ემორჩილება სისტემათა ფორმირების იმ ზოგად პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩანასახური მეთოდის სახით. ევოლუცირებს მხოლოდ სისტემა. ჩანასახის პრინციპი იკვეთება ყველა განვითარებული სოციალური სისტემის საფუძველში.